თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა – გათავისუფლებაში საკრებულო აღარ ჩაერევა და გადაწყვეტილებას ქალაქის მთავრობა ერთპიროვნულად მიიღებს. საკრებულოს თანხმობა აღარ იქნება საჭირო თბილისის მერიის მიერ ქონების განკარგვის საკითხზეც. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილები და აქციები კი მხოლოდ აუქციონის ფორმით აღარ გასხვისდება და მერიას მისი პირდაპირი განკარგვის წესით პრივატიზებაც შეეძლება. ახალი ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.