თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ვაკე–საბურთალოს „ახალი“ გზის აღდგენის შემთხვევაში უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად იქნება დაცული. როგორც მან „2030“–ის ეთერში განაცხადა, „ამ გზას საცობების განტვირთვის თვალსაზრისით გარკვეული დანიშნულება გააჩნია“.
“ამ მაგისტრალს აქვს სატრანსპორტო გამტარის ფუნქცია. შესაბამისად, ამ გზას საცობების განტვირთვის თვალსაზრისით გარკვეული დანიშნულება გააჩნია. მოკლე ვადიან პერსპექტივაში ამ გზის აღდგენა უნდა მოხდეს. მისი თავდაპირველი პროექტის ფარგლებში არსებობდა გარკვეული ლაპსუსები უსაფრთხიებასთან დაკავშირებით. აღდგენის შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების წესები. მე ვგულისხმობ, კერძოდ: საყრდენი ნაწილების უფრო მეტად უზრუნველყოფას იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის მოვლენის შემთხვევაში უსაფრთხოების ნაწილები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა მერის მოადგილემ.