უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ იგი გაერთიანებული უკრაინული ოპოზიციის ლიდერთან იულია ტიმოშენკოსთან გაერთიანებას არ გეგმავს. ეს განცხადება იუშჩენკომ რადის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
"რა არის ტიმოშენკოსთან გაერთიანება გამაგებინეთ თუ შეიძლება? მე ორჯერ გავერთიანდი მასთან და შედეგო ორჯერვე ერთი და იგივე იყო _ ღრმა და კიდევ უფრო ღრმა დაშლა პატრიოტული და დემოკრატიული ძალებისა", _ აცხადებს იუშჩენკო.
მისი თქმით, უკრაინას დემოკრატიული მოძრაობის პრობლემა აქვს. "ჩვენ იანუკოვიჩმა კი არ გვაჯობა. იუშჩენკოს გარემოცვაში ბრძოლა არც იანუკოვიჩიდან დაწყებულა და არც სიმონენკოდან", _ აცხადებს იუშჩენკო.
ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, როდესაც ტიმოშენკომ 2009 წლის 19 იანვარს რუსეთთან გაზის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა მან უკრაინის ეკონომიკური ინტერესები ჩააბარა, ხოლო როდესაც იანუკოვოიჩმა გააფორმა ხელშეკრულება ყირიმში არსებული შავი ზღვის ფლოტისათვის ვადი გაგრძელების შესახებ მან უკრაინის პოლიტიკურ ინტერესებს უღალატა.
ვიქტორ იუშჩენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დიდი ხანი ვერ დარჩება.