თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, სახლის მშენებლობის ადგილას მიწა ჩამოწვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” თვითმხილველებმა განაცხადეს, კლდის ნაწილი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მშენებლობის ადგილას ნიადაგის მოსუფთავება მიმდინარეობდა. ადგილზე მისულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ტერიტორია უკვე დატოვეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.