"სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ბულგარეთი უზრუნველყოფს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას,"-ამის შესახებ, ბულგარეთის პრეზიდნეტმა როსენ პლევნელიევმა საქართველოს პრეზინდეტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა.
მისივე განმარტებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
,,ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბულგარეთი გმობს ე.წ. შეთანხმებებს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის გაფორმდა. ამ დოკუმენტებს ჩვენ არასდროს ვაღიარებთ,“ - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.