თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აწარმოებდა ამას.როგორც მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯვის ფაქტზე პასუხისმგებელი პირი, საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ.
,,როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. დანარჩენს გავარკვევთ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც მოხდა. ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი, საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა კაცი დაგლიჯა, რის შედეგად ის დაიღუპა.