საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებულ თანადგომას ეხმიანება. საგანგებო ბრიფინგზე სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში გაიხსნა სპეციალური ანგარიში სადაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დამატებითი გადასახადების გარეშე სურვილის შემთხვევაში ფინანსურად დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს.
,,საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.თავდაპირველად მინდა მოგახსენოთ იმ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის შესახებ, რასაც ვიღებთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოებისგან.საგარეო საქმეთა სამინისტროში არ წყდება თანადგომისა და მხარდაჭერის წერილების შემოსვლა. აგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პირები - პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, ცალკეული პოლიტიკოსები.საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები, ჩვენი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები ასევე იღებენ მხარდაჭერისა და თანადგომის ზარებს”, _განაცხადა კერესელიძემ და ჟურნალისტებს ის წერილები გააცნო რომელიც ამ დროისთვის უწყებაშია შესული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტი, ბელარუსის პრეზიდენტი,ბელარუსის პარლამენტი, თურქეთის პრეზიდენტი, ლიტვის პრეზიდენტი,პოლონეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრეზიდენტი,ტაჯიკეთის პრეზიდენტი,უკრაინის პრეზიდენტი, ყაზახეთის პრეზიდენტი,ლატვიის პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის პრინცი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი,ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი,ნატოს-გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი,ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი,კრიზისის მართვისა და ჰუმანიტარულ საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასი,მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია, დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი,ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი,ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი,პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი,ბრაზილიის მთავრობის სამძიმარი, ჩინეთის მთავრობა,ირლანდიის მთავრობა,თბილისის სტიქიას ეხმაურებიან ამერიკელი კონგრესმენები, ასევე გერმანიის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს.