სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს 10-10 ათასი ლარი გამოეყოფათ.
ეს დავალება კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს მისცა.
,,მე მინდა თითოეულ დაზარლებულ ოჯახს გამოუყოთ დახმარება და თოითოეულ ოჯახს 10 000-ლარი გამოუყავით ”, -მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-ია თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.