,,თავისუფალი დემოკრატები” სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ერთვებიან და ყველას მოუწოდებენ საცხოვრებელი უბნის მიხედვით, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ სამუშაოებში.
,,შემზარავია ის ტრაგედია, რაც გასულ ღამეს თბილისში დატრიალდა. ,,თავისუფალი დემოკრატები" ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვისაც ეს კატასტროფა უშუალოდ შეეხო. ამ რთულ მომენტში გადაუდებლად საჭიროა კონსოლიდაცია და პრობლემის საერთო ძალებით გამკლავება. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები" გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მოვუწოდებთ ჩვენს ყველა აქტივისტს, საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით, ჩაერთონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ სამუშაოებში”, _ნათქვამია პარტიის განცხადებაში.