ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე უხვი ნალექი თბილისში 2012 წელს მოვიდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპრტიკოსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა, 12 საათის განმავლობაში დედაქალაქში ნალექის რაოდენობამ 2012 წლის 13 მაისს, 93 მმ-ს მიაღწია.
მისივე თქმით, 2009 წელს 14 ივნისს თბილისში 50 მმ-ის ნალექი მოვიდა, 2010 წელის 16 ივლისს 39 მმ-ის,ხოლო 2011 წლის 21 მაისს მოსულმა ნალექმა 78 მმ-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში გასულ ღამეს ოდენობამ 49 მმ შედგინა.