თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს და დახმარების მსურველებს, ყველას ვისაც ფიზიკურად მუშაობა შეუძლია გმირთა მოედანზე მოვიდეს, - აღნიშნული თხოვნით, განცხადებას თბილისი მერია ავრცელებს.
წუხელ, 5-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის გამო დაიტბორა სახლები, გზები, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20-ამდე დაშავდა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.