საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა.
~ჩვენმა გუნდმა დიდ კონკურენციაში გამარჯვა. ვიცი, რომ ამ შეჯიბრში გამარჯვება ლამის პირად, ღირსების საკითხად იქცა მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის. მე ბევრად უფრო მშვიდად ვუყურებ ამ საკითხს, თუმცა ძალიან მიხარია ქართველების გამარჯვება~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 100-ზე მეტი ტატამი იქნა შემოტანილი, ასევე გარემონტდა და აშენდა ახალი სპროტული კომპლექსები.
პრეზიდენტის შეფასებით, ძიუდო ყველაზე მეტად განასახირებს ქართველი ხალხის მებრძოლ სულს, რაც გუშინდელ შეჯიბრზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და დადასტურდა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ვენაში გუშინ, ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში გუნდური პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემოინატს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. მან საქართველოს ჰიმნს მოუსმინა და საქართველოს ნაკრებს წარმატება ტაშით მიულოცა.