თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მზია შარაშენიძის განცხადებით, გადარჩენილი ცხოველების რაოდენობა დიდი არ არის. მისი თქმით, ის ცხოველები გადარჩნენ, რომლებიც ზოოპარკის ამაღლებულ მხარეს იყვნენ განთავსებულნი.
გადარჩენილია ბეჰემოტი, რომელიც სპილოს ვოლიერშია მოთავსებული, ასევე სპილოები, ფარშევანგი, ლამები, ირმები, ზებრები, თხები, ცხენები, პონები, ერთი აფთარი, 2-3 მგელი, ლომების ნაწილი, ლეოპარდები, მარტორქა და 2-3 პინგვინი, რომელთა რაოდენობაც 17 იყო. გადარჩენილი ცხოველებს ზოოპარკის ამაღლებულ ტერიტორიაზე განთავსებულ ახალ ვოლიერებში ათავებენ
წუხანდელი სტიქიის შედეგად, თბილისის ზოოპარკი განადგურებულია. ცხოველთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი გაქცეული. ქალაქში სპეციალური ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც ცხოველების დაჭერას ცდილობენ. სულ გაქცეულა 6 ლომი, 6 ვეფხვი, 7 დათვი და 13 მგელი.