სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ. მათი ინფორმაციით, მაშველებმა 2 საათი დააგვიანეს.
როგორც ერთ-ერთი ქალბატონი ჰყვება, მაშველები გამოჩნდნენ როცა წვიმა გადაიღო.
სვანიძის ქუჩაზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. სტიქიის შედეგად დაღუპუნენ ორი 28 და 40 წლის დები და მათი ორი ნათესავი, რომლებიც ასევე დები იყვნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, 3 ცხედარი დატბორილი სახლებიდან უკვე გამოასვენეს, 2-ის გამოყვანა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. სვანიძის ქუჩაზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.