თბილისში მდინარე მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა. მარჯვენა სანაპიროზე ხალხია ჩარჩენილი.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის სანაპიროზე მანქანებია ჩარჩენილი, რომელიც წყალმა დაფარა.
მაშველების თქმით, ახლა სანაპიროზე მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე პირების ევაკუაცია იწყება.
ადიდებული მდინარის გამო მაშველებს სანაპიროზე გადაადგილება ნავებით უწევთ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ჩიქოვანი-რამიშვილის დამაკავშირებელ ხიდთან წლის მოვარდნის შედეგად ჩავარდნილი ავტომობილები იპოვეს. ნაპოვნია 6 ავტომანქანა. ყველა მათგანი ცარიელია.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა მთლიანად დაფარა.