მდინარე ვერეს ტერიტორიაზე, ე.წ. ახალ გზაზე მდებარე კორპუსების ევაკუაცია მიდინარეობს, -იუწყება რუსთავი 2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაშველები მოსახლეობას სახლების დაცლისკენ მოუწოდებენ, რადგან ამ წუთებში საშიშროებაა, რომ ადიდებული მდინარე სახლებს საძირკველს გამოაცლის და დაინგრევა. ამ კორპუსების წინ მდებარე გარაჟები რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა.
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ ე.წ. ახალ გზაზე მდებარე გვირაბი დატბორილია და წყალი უკვე გზებზე გადავიდა. მაშველები ცდილობენ, რომ წყალი გვირაბში გაატარონ, რათა გზებზე გაიწმინდოს.