თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისი, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, ძლიერმა წვიმამ დააზიანა.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ძლიერი წვიმის დროს ჭერი უფასო იურიდიული დახმარების ოფისში ჩამოინგრა, სადაც კომპიუტერული ტექნიკა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო განთავსებული.
"გამოვიძახეთ მაშველები. ჩვენი თანამშრომლები ცდილობენ, ჩამონგრეული ოთახიდან ტექნიკა გამოიტანონ," - განაცხადა გიგაურმა.
ძლიერი წვიმის გამო პრობლემებია თბილისში. დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები.