ცნობილმა მომღერალმა ირმა სოხაძე აღიარა, რომ ის დაუსაქმებელია. მუსიკოსის გულახდილი ნათქვამი „რეაქციის“ ეთერში გაჟღერდა.
„მრცხვენია, რომ ამ თემაზე ვლაპარაკობ. ჩემს მეგობრებს ეღიმება, როდესაც ვამბობ, რომ მე დაუსაქმებელი ვარ - მათ არ ესმით რა ხდება. მე არ ვარ მარტო მომღერალი, მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება თუნდაც ტელევიზიის კუთხით (ვიმუშავე უმცროსი რედაქტორის პოზიციიდან არხის გენდირექტორის თანამდებობამდე). მიკვირს რომ დღეს ვარ დაუსაქმებელი“, - განაცხადა ირმა სოხაძემ.