,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ” პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1991-1996 წ.წ.-ში რონდელი იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წ.წ.-ში- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი.
1976-1977 წ.წ.-ში მან სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წ.წ.-ში - ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ).
1991 წელს ალ. რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში - უილიამს კოლეჯში.