უდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც 2011-2013 წლებს მოიცავს, ქვეყნის საგარეო ვალების მართვის სტრატეგიასაც ეხება.
დასკვნაში ნათქვამია, რომ აუდიტის პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შემუშავებული არ ჰქონდა.
„საკრედიტო რესურსის მოზიდვის ეტაპზე, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების მიერ შემოთავაზებული საკრედიტო პირობების ანალიზის დოკუმენტირება არ ხორციელდება.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ვალის დამახასიათებელი რისკების შეფასებასა და ვალის მდგრადობის ანალიზის ჩატარებას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა, რაც იმის რისკს წარმოშობს, რომ მოსალოდნელი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენცია ვერ მოხდება. თუმცა, დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს თან დაერთო მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“, - ნათქვამია დასკვნაში.
უდიტის სამსახურის მიერ მომზადებული 428 გვერდიანი დასკვნა, უკვე პარლამენტშია.
სამსახურმა 2014 წელს, სახელმწიფო სტრუქტურებში 114 აუდიტი ჩაატარა, რომლითაც მოცულია 5 132 მილიარდი ლარი. გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ 210 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა, აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ბიუჯეტში - 555 ათასი ლარი დაბრუნდა.
უწყება ანგარიშში ყურადღებას უწყებების მიერ საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე, პრემიების გაცემასა და მივლინებებზე ამახვილებს.