ქუთაისში არსებულ საქართველოს პარლამენტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის (12 ივნისი, 15:00 სთ) სხდომებს დაესწრებიან.
კომიტეტის სხდომებზე, სხვა საკითხებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა, რაც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, პარლამენტის საკომიტეტო საქმიანობისა და პროცესის უშუალო მონაწილენი გახდნენ.
ამავე შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებისთვის ორგანიზებული იქნება საექსკურსიო
ტურიც, გიდის თანხლებით, რომლის დროსაც ახალგაზრდები დაათვალიერებენ ესპანელი არქიტექტორის, ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებულ პარლამენტის შენობას, ეწვევიან პლენარულ სხდომათა დარბაზს, ბიუროს ოთახს და საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო სივრცეებს. ექსკურსიის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნობიან ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას და კანონშემოქმედებით პროცესს.
საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, აგრეთვე, პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პროგრამებში მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვა ინტერეს-ჯგუფების აქტიური მონაწილეობის და ჩართულობის
ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად პარლამენტის კომიტეტების სტუდეტებთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება. თითოეულ თემატურ შეხვედრაზე, ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობიდან, შინაარსიდან და თემიდან გამომდინარე, მოწვეულნი იქნებიან სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებში ჩართული სტუდენტები .