16 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, მომდევნო დღეებში, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა.
,,საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 29-32 გრადუსამდე შენარჩუნდება”, _ განაცხადა დოდო გვზავამ.
მისივე თქმით, თბილისში საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა კი 29-31 გრადუსამდე გათბება.