საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი კვლავ გაიყინა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განცხადა, ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ შეწყვეტილია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება თურქულ და სომხურ მხარეს შორის ურთიერთობა.
"ჩვენ იმედი გავქვს, რომ სომხეთი და თურქეთი შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა უახლოეს მომავალში აღდგება და ეს სახელმწიფოები არსებულ პრობლემებს სწორედ დიპლომატიური გზებით მოაგვარებენ", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.