საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: kids.org.ge უნდა გაიარონ .საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.