მოსკოვში ყირგიზეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მოლდომუს კონგანტიევი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზული სააგენტო " АКIpress " ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგრეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ყირგიზეთის სახელმწიფო ნაციონალური უშიშროების და რუსი სამართალდამცავების მიერ გატარებული ერთობლივი სამძებრო ღონისძიების შემდგე იქნა დაკავებული.
სააგენტოს ინფორმაციით, მოლდომუს კონგანტიევის ექსტრადაცია ყირგიზეთში უკვე განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხდარი არეულობის დროს სახელმწიფოს მართველობა ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითმა მთავრობამ აიღო, რომელსაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი როზა უტუმბაევა ხელმძღვანელობს.