ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ საპროტესტო აქციას მართავს ლოზუნგით „დიდება უკრაინას სააკაშვილის გარეშე“. უკრაინის საელჩოსთან შეკრებილი ახალგაზრდები თვლიან , რომ კიევში არ უნდა ინიშნებოდნენ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქტივისტებმა საელჩოს ჭიშკართან მიხეილ სააკაშვილს ჰალსტუხებით სავსე სიმბოლური ამანათი დაუტოვეს.
„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი არასახელმწიფოებრივი ნაბიჯებით მიიყვანა საქართველო იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს დიდი ნაწილი და ჩვენ მივმართავთ უკრაინელ მეგობრებს და რჩევას ვაძლევთ, რომ სააკაშვილი არის პიროვნება, რომელსაც სახელმწიფოზე ფიქრი არ შეუძლია. უკრაინის ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზური პიროვნებები, რომელთა მიმართ საქართველოში საქმეა აღძრული, არ მიუშვან ხელისუფლების სადავეებამდე“, – განაცხადა აქტივისტმა ზურაბ ქადაგიძემ.