შშმ პირთა და ვეტერანტა მხარდასაჭერად გამართულ მარათონში, დევიზით - „ერთად ვიმარჯვებთ! - შეცვალე დამოკიდებულება“ , ათასამდე ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაშავებული ქართველი მებრძოლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უცხო ქვეყნების ელჩები, საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები და საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა პირები ერთად დარბიან შშმ პირების მხარდასაჭერად და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის.
გარბენი საბურთალოს რაიონის გამგეობის, თავდაცვის სამინისტროს და დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევითა და ორგანიზებით ხორციელდება.
მარათონის მონაწილეები 09:00 საათზე საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, მიცკევიჩის N29-ში შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნამდე ირბენენ. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტით დაიხურება.