დღეს, 26 აპრილს, საუბნო საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომის ჩატარების ვადა იწურება. ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში არის 739 საარჩევნო უბანი, აქედან 419-ში საარჩევნო უბანზე სხდომა უკვე ჩატარდა, 293 საარჩევნო უბანზე კი სხდომები ხვალ გაიმართება.
საარჩევნო უბნის კომისიის პირველ სხდომაზე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევენ. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ირჩევა ოპოზიციური პარტიის წევრებიდან. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და საარჩევნო უბნებზე მდივნები დანიშნა.
~ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ~ დანიშნა 126 მდივანი; "ალიანსი საქართველოსთვის" - 81; ~მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ - 79; ~ჩვენ თვითონ~ - 77; ~საქართველოს კონსერვატიული პარტია~ - 47; ~ლეიბორისტული პარტია~ - 9.