წარუდგინათბილისი მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. მერმა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ ტეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ადგილობრივებს გააცნო სამომავლო გეგმებიც.
დავით ნარმანიას თქმით, ერთი წლის განმავლობაში ჩუღურეთის რაიონში ბევრ ქუჩაზე უკვე გაკეთდა გზა, არის ქუჩები, სადაც ახლა მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე იყო საბავშვო ბაღის პრობლემა, რომელიც, მისი განცხადებით, ასევე მოგვარებულია. ერთ-ერთ საბავშვო ბაღს, სადაც “ნაციონალური მოძაობის” რაიონული ოფისი იყო, ისევ ძველი სტატუსი დაუბრუნდა. თბილისის მერის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოებიც.
„ჩვენ ჩამოვაწერეთ მოსახლეობას თავის დროზე არასწორად ერთმანეთზე მიბმული დენისა და დასუფთავების გადასახადი. უამრავი საქმე გავაკეთეთ და მომავალშიც ვაპირებთ, რომ ხალხთან ერთად ბევრი პრობლემა გადავჭრათ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ ჩუღურეთის მცხოვრებთა შეკითხვბესაც უპასუხა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაპირდა.