ხვალ, 7 ივნისს, თბილისში ავტოტრანსპორტი შეზღუდვებით იმოძრავებს. დილის 9-დან შუადღის 3 საათამდე დედაქალაქში გაიმართება მარათონი სახელწოდებით "ერთად ვიმარჯვებთ", რისთვისაც მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღის ამ მონაკვეთში ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდებიან.
სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით.
რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე.