საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში გააცნო და 900 გვერდიანი დოკუმენტის მოკლე ვერსია წარმოადგინა.
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და ღირებულია ანგარიშში მოყვანილი საკითხები, ამიტომ მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.