139-ე სკოლაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. 10 წლის მოზარდები შეუძლოდ გაკვეთილის მიმდინარეობისას გახდნენ. 8 მოსწავლე თავბრუსხვევით, პირღებინებით და ზოგადი სისუსტის ნიშნებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოწამვლის ფაქტი დილის 10 საათისთვის დაფიქსირდა. 2 ბავშვი საავადმყოფოში სასწრაფომ გადმოიყვანა. დანარჩენების გადაყვანაზე კი მშობლებმა განაცხადეს უარი.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ბავშვების მოწამვლა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია.