2-დან 5 ივნისის ჩათვლით „ნიუ ჰოსპიტალსში“ გერმანელი პროფესორი, გერმანიის ქ.როსტოკის ოტო კორნერის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი რობერტ მლინსკი ქართველ კოლეგასთან, “ნიუ ჰოსპიტალსის”ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მედ. აკად. დოქტორ გიორგი გოგნიაშვილთან ერთად სმენის აღდგენის 12 განსაკუთრებულ რთულოპერაციას ატარებენ, რომელთაგან 3 ბავშვია (6, 9 და 10 წლის).
გერმანელი და ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით თანამედროვე კურცის (Kurz) ფირმის პროთეზებით ტიმპანოპლასტიკისა და ოტოსკლეროზის ოპერაციების შედეგად 2-3 დღეში ტამპონების ამოღებისთანავე, პაციენტებს სმენა საგრძნობლად გაუმჯობესდებათ.