ყაზახური ავიაკომპანია “ეარ ასტანა” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დამატებით ფრენებს შეასრულებს. პირდაპირი რეისები ყაზახეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება. აღსანიშნავია, რომ თბილისში ოპერირების პერიოდში “ეარ ასტანას” მგზავრთა რაოდენობა 120 000-ს გადააჭარბებს.