„ერთად ვიმარჯვებთ! - შეცვალე დამოკიდებულება“ - სპორტული გარბენი ამ დევიზით თბილისში, 7 ივნისს გაიმართება.
დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, 1000-მდე ადამიანი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაშავებული ქართველი მებრძოლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უცხო ქვეყნების ელჩები, საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები და საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა პირები ერთად ირბენენ შშმ პირების მხარდასაჭერად და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისათვის.
გარბენი საბურთალოს რაიონის გამგეობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევითა და ორგანიზებით ხორციელდება.
მარათონის მონაწილეები 7 ივნისს, 09:00 საათზე საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, მიცკევიჩის N29-ში შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნამდე ირბენენ.
ღონისძიება თაივსუფლების მოედანზე გალა კონცერტით დაიხურება.