პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა არასრულწლოვანს და უსურვებს მათ ღირსეულ, მათი განვითარებისთვის ადექვატურ, ძალადობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1925 წელს, „ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ“ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.