კახეთის შემდეგ სეტყვამ გორის რაიონი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფელ ბერშუეთის მოსახლეობას სხვადასხვა სახის ჩითილები, ვენახები და ხეხილის ბაღები დაუზიანა. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ სტიქია (შარშანდელის მსგავსად) განმეორდა, ისინი კვლავ მოსავლის გარეშე დარჩებიან.