დღეს, 19:00 საათზე, თბილისის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი და თბილისის ბავშვთა საკრებულო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით _ ,,თეატრი ყველა ბავშვისთვის".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს თეატრის მესვეურების ქველმოქმედებით, საშუალება ეძლევათ კვირაში ერთხელ, თეატრალური სეზონის დახურვამდე, დაესწრონ სპექტაკლებს და დაათვალიერონ თეატრში არსებული მუზეუმი.
წარმოდგენიდან მეორე დღეს პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ბავშვთა სახლში შეიკრიბებიან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ნანახ სპექტაკლს განიხილავენ. აქვე ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თავიანთ შთაბეჭდილებებს ნახატების სახით წარმოადგენენ.
ყოველ სპექტაკლს სააღმზრდელო დაწესებულების ათი სხვადასხვა ბენეფიციარი, მათი პედაგოგი და თბილისის ბავშვთა საკრებულოს ხუთი დეპუტატი დაესწრება