1-2 ივნისს კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს" ორგანიზებით, პროექტ "ener2i"-ის ფარგლებში, საბროკერო ღონისძიება და სამუშაო შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და "ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით ცენტრთან" თანამშრომლობით "SECURE R2I" და "Innover-East" პროექტების ფარგლებში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში იმართება. 1-ელ ივნისს სასტუმროში "ტიფლის პალასი" გაიმართება საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციური ვაუჩერების დაჯილდოების ცერემონია და საბროკერო ღონისძიება, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის სფეროსთან. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე გახსნის. 2 ივნისს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ენერგეტიკის, ინოვაციებისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.