თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით და საკრებულოს ეგიდით, კუს ტბაზე თამბაქოს საწინაააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-მარათონი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ - რიმა ბერაძემ, ფრაქციის წევრებმა: ნუგზარ მალაღურაძემ, ია მაკასარაშვილმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა.
მარათონს კუს ტბაზე მყოფი მოქალაქეები შეუერთდნენ და თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
„მოხარული ვარ, რომ საკრებულოს ეგიდით მიმდინარე აქციას ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად შეუერთდნენ და თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ ისაუბრეს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განაცხადა: - „თბილისის საკრებულო უერთდება თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ეს მავნე ჩვევა გადამდებია; იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია დადებითი მაგალითის მიმცემი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მათ თამბაქოს გარეშე, ჯანსაღი წესით ცხოვრებისკენ უბიძგებს“.
დეპუტატმა ნუგზარ მალაღურაძემ აღნიშნა, რომ ადრე თავადაც თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო, თუმცა დღეს ამ მავნე ჩვევისგან თავისუფალია.
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს დაურიგდათ მაისურები წარწერით: - „მავნე ჩვევა გადამდებია - გაუფრთხილდი მომავალს!