პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ხვალ გაიმართება სხდომა, სადაც მოზარდები კანონმდებლების ამპლუაში წარდგებიან. ასეთი ღონისძიებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აღნიშნავს.
კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდები, ასევე ერაყიდან, სუდანიდან, ირანიდან, ეგვიპტიდან და ნიგერიიდან შეიარაღებულ კონფლიქტებს გამორიდებული ბავშვები საკუთარი უფლებების შესახებ იმსჯელებენ.
მოზარდები კითხვებს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაუსვამენ.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინიციტივით მეორე წელია იმართება.
სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის წევრი მოზარდებს პარლამენტის შენობას დაათვალიერებინებს და საკანონმდებლო საქმიანობასაც გააცნობს.