პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად'' გრძელდება. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოში განმარტავენ, პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანია მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია მათსავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კიდევ 11 900 ფლაერი დაბეჭდა, რომელიც მარნეულის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ოზურგეთის და ახალციხის მიმდებარე სოფლებში დარიგდა, ამავე რაიონში გამოცხადებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სულ გამოცხადებულ 31 აუქციონზე. ბუკლეტების დარიგება უზრუნველყო საქართველოს ფოსტამ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლებით გაცემა დაწყებულია 2014 წლის მაისის თვიდან. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იჯარით გაცემულია 3 929 ჰა საძოვარი.
ამ ეტაპზე სასოფლო–სამეურნეო (სახნავი, სათესი, საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებულია 47 ელექტრონული აუქციონი. აუქციონზე გატანილია 283,5 ჰა. აქედან სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთები – 231 ჰა. და სათიბის კატეგორიის მიწის ნაკვეთი 52,5 ჰა.
2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე იჯარით სარგებლობის უფლებით გაცემულია 349008.7 ჰა მიწის ნაკვეთი. (www.eauction.ge-ის მონაცემების მიხედვით) იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
• აჭარა 18634 (1,86 ჰა) სახნავი;
• იმერეთი 179618 (17,9 ჰა) სახნავი;
• კახეთი 7327165 (732,7 ჰა) საძოვარი; 106126 (10,6 ჰა) სახნავი;
• მცხეთა მთიანეთი 615982 (61,5 ჰა) სახნავი;
• რაჭა 3248 (0,3 ჰა) სახნავი;
• სამეგრელო 370031 (37 ჰა) სახნავი;
• სამცხე ჯავახეთი 900637 ( 90 ჰა) სათიბი; 11254649 (1125,4 ჰა) საძოვარი; 99161 (9,9 ჰა) სახნავი;
• ქვემო ქართლი 218060 (21,8 ჰა) სათიბი; 11627985 (1162,7 ჰა) საძოვარი; 1895432 (189,5 ჰა) სახნავი;
• შიდა ქართლი 70001 (7 ჰა) სათიბი; 2167681 (216,7 ჰა) საძოვარი; 201855 (20,1 ჰა) სახნავი;