კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. გურჯაანელი მე-12 კლასელები ბანკეტზე ყვარელში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც მათი ავტომობილი ხეეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 3 ახალგაზრდა და ერთი პედაგოგი დაშავდა. ისინი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პედაგოგის ჯანმრთელობის გაუარესების გამო კატასტროფის ბრიგადამ ის თბილისში გადმოიყვანა. ექიმების განცხადებით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.