თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრების გარდა მერიისზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები - ვლადიმერ ყუშიტაშვილი დაგიორგი კიკვიძე, ასევე მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულიდავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი -თამარ ანდრიაძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებოდა, დღის წესრიგითგათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოქალაქეებსშორის, დაუკანონებელ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებთანდაკავშირებული დავები განიხილეს.
ასევე მოუსმინეს მოქალაქეებს, მათი განცხადებები ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილეს დაგანმცხადებლების დახმარების გზებზე იმსჯელეს.
აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, დეპუტატებმა მერიის საქალაქო სამსახურებისწარმომადგენლებსაც მოუსმინეს, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემდაუკანონებელ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობების დემონტაჟისპროცესში მოქალაქეების უფლებების დარღვევის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით,კომისიის გადაწყვეტილების პროექტი წარადგინა.
კომისიამ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამართალწარმოების დოკუმენტებშიცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას მიმართა.
„შესაბამის დოკუმენტებში მოქალაქისათვის მისი უფლებების დამატებითი განმარტებებისშესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი. მოქალაქეებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაციალეგალიზაციის პროცედურასთან დაკავშირებით - ასეთი შესაძლებლობის არსებობისშემთხვევაში“, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
წარმოდგენილი გადაწყვეტილებების თანახმად, კანონით დადგენილი ნებართვისარარსებობის საფუძველზე საცხოვრებლის დემონტაჟის განხორციელების შემთხვევაში,ადგილობრივი გამგეობა მოქალაქის (ოჯახის) დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფისმიზნით ფაქტის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული.
ამასთან, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ მოპყრობაზე მონიტორინგის განხორციელებაა აუცილებელი. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მათ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არსებული ვითარების ოპტიმალურად დარეგულირების მიზნით, კომისიას თავის წინადადებებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
გარდა ამ საკითხებისა, სხდომაზე კომისიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
.