1- 2 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი ევროკავშირის ეგიდით მართავს ღონისძიებას თემაზე: „ინოვაციური და ენერგეტიკული ტექნოლოგიები უსაფრთხოებისთვის“.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ბელგიის, ესტონეთის, მოლდავეთის, უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ლუქსემბურგის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები და მკვლევარები მიიღებენ მონაწილეობას.