საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით დღეს ენგურის ხიდზე, სამეგრელო-აფხაზეთის საზღვართან, სამშვიდობო მარში და კონცერტი გაიმართა.
ქორეოგრაფიულმა ანსამბლ ,,იმედი”-ს წევრებმა სიმბოლურად ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული დ სპორტული ღონისძიებები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულად თვითმართველ ქალაქებში, ზუგდიდსა და ფოთში აღინიშნება.
ზუგდიდის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, იარაღები, საგანგეობო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა.
წელს პირველად გამოფენაზე ავტომოყვარულთა ტექნიკაც გამოჩნდა.
დილიდან ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სხვადსხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება იმართება.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის ახალ პარკში გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება.