საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4, 7 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრა თბილისის დროით, 05:20 საათზე დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.