თელავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბოლო რეპეტიციას გადიან. ქალაქის მთავარ მოედანაზე სცენა ამ წუთებშიც მონტაჟდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. ქალაქის მუზეუმებში ღია კარის დღე ცხადდება. 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს მწერალთა სახლი და საჯარო ბიბლიოთეკაც შეუერთდება. დღის ბოლოს ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.