საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს “მწვანე ქალაქში“ უმასპინძლებს. ხელოვნურ მწვანე საფარზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სტენდები განლაგდება. “მწვანე ქალაქის” ცენტრში გამოისახება – დედამიწა. დამთავლიერებელს „დრონის“ აპრატით 100 მეტრის სიმაღლიდან ფოტოსურათების გადაღების საშუალება ექნებათ.