პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტისგან თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის საკითხის განიხლვამდე მასზე სამეცნიერო აკადემიურ წრეებში უნდა გაიმართოს მსჯლებობა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს ჟურნალისტებთან სომეხთა სათვისტომოს მოთხოვნის კომენტარისას გააკეთა.
დავით არიაშვილის განცხადებით, საქართვლოში 1915-1920-იანი წლების მოვლენების კვლევა-ძიება არ ჩატარებულა და შესაბამისად დღეს აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებით ინფორმაციის სიმწირეა. პოლიტიკოსებს კი მისი თქმით გადაწყვეტილების მისაღებად მეტი ინფორმირებულება სჭირდებათ.
დარჩიაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტმა თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის შესახებ განცხადება მიიღო, ზოგმა კი ვერა, თუმცა აღნიშნული თემის ირგვლივ დებატები გრძელედბა და მიიჩნევს რომ საქართველოში უნდა გაიმართოს ჯერ დებატები და გადაწყვეტილება ისე იქნას მიღებული.
"ვიდრე ჩვენც რაიმეს ვიტყვით, გვჭირდება სერიოზული კვლევა-ძიების ჩატარება. ამისთვის კი გარკვეული დროა საჭირო. ეს პროცესი კი პირველ რიგში სამეცნიერო აკადემიურ წრეებში უნდა მოხდეს, სადაც მონაწილეობას საზოგადოებრივი და პოლიტკური წრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ", - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სომეხთა სათვისტომომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა თხოვნით, რათა პარლამენტმა აღიაროს 1915 წელს თურქეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის საკითხი.